იულიუსის კალენდრით:
5 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
18 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ა 1


ფსალმუნი ბ 2
ფსალმუნი დავითისი, ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის
ფსალმუნი
  1. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
  2. შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
  3. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
  4. რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყვნეს იგინი.
  5. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
  6. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა
  7. თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.
  8. ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.
  9. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაჲთა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
  10. და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
  11. ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
  12. მიიღეთ სწავლაჲ, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომაჲ მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო