იულიუსის კალენდრით: 25 ნოე. 2023 წ. |
✠ პარასკევი |
გრიგოლის კალენდრით: 08 დეკ. 2023 წ. |
Https://betboom.com betboom.com |
13 დღე თუ 14?
კალენდარი, ეს არის დროის ათვლის სისტემა, დღეების, კვირების, თვეების, წლებისა და საუკუნეების მიხედვით. ანუ დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად დანაწილების სისტემა. ძირითადად კი, ათვლისას კალენდარი დროის უმცირეს პერიოდს წამებსა და მილისეკუნდებსაც კი ითვალისწინებს.
არსებობს სხვადასხვა კალენდარი. ამ წერილში შევეხებით ჩვენთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან ორ კალენდარს, იულიუსისა და გრიგოლის (გრიგოლიანურ) კალენდარს.
გრიგოლის კალენდარს იყენებს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, როგორც საერო-პოლიტიკური, ასევე საეკლესიო-რელიგიური. იულიუსის კალენდარს ვიყენებთ მართლმადიდებლები და ისიც მხოლოდ საეკლესიო ღმრთისმსახურებებზე. ჩვენი აზრით სწორედ ამან განაპირობა იმ უზუსტობის გაპარვა, რასაც მოკლედ შევეხებით წერილში და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
უზუსტობა:
იულიუსისა და გრიგოლის კალენდრებს შორის აქამდე არსებობდა სხვაობა 13 დღეღამე. ამჟამად არ შევეხებით მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ეს 13 დღიანი სხვაობა, რადგან იგი მეტნაკლებად ცნობილია უმეტესობისათვის. ყოველ 128 წელიწადში სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის იზრდება 1 დღეღამით. მას შემდეგ, რაც სხვაობამ 13 დღეღამე შეადგინა, 128 წელი გავიდა 2010 წლისათვის. ანუ 2010 წელს სხვაობა უნდა გამოცხადებულიყო 14 დღეღამე, მაგრამ არანაირი განცხადება ცვლილების შესახებ არ გაკეთებულა. დუმილის მიზეზი კი გახლავთ გრიგოლისეული რეფორმა, რომელიც შეეხო 2000 წელს. კერძოდ, ყოველი ის წელი რომლის რიცხვი 400-ზე იყოფა უნაშთოდ, გამოცხადდა ნაკიანად. ვინაიდან 2000, 400-ზე იყოფა უნაშთოდ 2000:400=5, 2000 წელი გამოცხადდა ნაკიანად, რამაც 1 დღეღამე შთანთქა და სხვაობა კვლავ 13 დღეღამე დარჩა.
იბადება კითხვა: თუკი, მართლმადიდებლები არ ვაღიარებთ გრიგოლისეულ რეფორმას კალენდართან მიმართებაში, რატომ ვაღიარეთ რეფორმის ეს ნაწილი, წელიწადის ნაკიანად გამოცხადებისა?
მნიშვნელობა:
არსებული 13 დღიანი სხვაობა არ ეხება პასქალიას, რადგან აღდგომა და მასთან მიმართებაში დღესასწაულები არ აღინიშნება კონკრეტული რიცხვით და იგი მუდამ მოძრავია. კალენდრებს შორის დღეღამეთა სხვაობა ეხება უძრავ დღესასწაულებს. აქედან გამომდინარე, დოგმატი არ ირღვევა, მაგრამ ყველა უძრავი დღესასწაულის აღნიშვნა ხდება 1 დღით ადრე, როგორც მაცხოვრის შობა (ნაცვლად 8 იანვრისა 7 იანვარს), ღმრთიმშობლის მიძინება (ნაცვლად 29 აგვისტოსი, 28 აგვისტოს) და ა. შ. ყველა დიდი თუ მცირე დესასწაული და წმინდანთა ხსენების დღეები. ირღვევა აგრეთვე მარხვის დასაწყისი და დასასრული. ყოველივე ეს თუმც არ ატარებს დოგმატურ ხასიათს, არის მნიშვნელოვანი საკითხი.
დასკვნა:
ჩემი მოკრძალებული აზრით, ცალკეულად ამ საკითხის გადაჭრა იმით, რომ თვითნებურად ავღნიშნოთ ყველა უძრავი დღესასწაული 1 დღით მოგვიანებით - არასწორია. საუკეთესო გამოსავალი ამ საკითხის მოგვარებისათვის არის საეკლესიო კრება, სადაც განიხილება, როგორც ეს საკითხი, ასევე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ყოველივე კი სასულიერო პირთა პრეროგატივა გახლავთ. ამიტომ, ყველას მივმართავ თხოვნით: უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის სახელით, ნუ გადადებთ, დააყენეთ კრების აუცილებლობის საკითხი და უფლის შეწევნით ყოველივე წარმატებულად გადაწყდება!
გვფარავდეს უფალი, ყოველთა მართლმადიდებელთა! ამინ!
22/01/2022 მცხეთა. ექვთიმე ცხვიტავა.
წერილის არჩევა

ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად