იულიუსის კალენდრით: 28 მაი. 2023 წ. |
✠ შაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ივნ. 2023 წ. |
BetBoom საქართველოს betboom.com |
2023 წლის გარდამავალი დღესასწაულები და დღეები
- მეზვერისა და ფარისევლის კვირა. 23 იანვარი (5 თებერვალი).
- უძღები შვილის კვირა 30 იანვარი (12 თებერვალი).
- ხორციელის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 5 (18) თებერვალი.
- ხორციელის კვირა. საშინელი სამსჯავროს ხსენება. ხორცით დაურწყება. 6 (19) თებერვალი.
- ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა - შიოობა [მოიხსენიება ყველიერის ხუთშაბათს]. 10 (23) თებერვალი.
- ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინებულთა [მოიხსენიება ყველიერის შაბათს]. 12(25) თებერვალი.
- ყველიერის კვირა. მიტევების კვირა. ადამის განდევნის ხსენება. დიდი მარხვის აღება. 13(26) თებერვალი.
- დიდი მარხვის დასაწყისი. 14(27) თებერვალი.
- დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დხ. 306) [მოიხსენიება დიდმარხვის პირველ შაბათს]. 19 თებერვალი (4 მარტი).
- მართლმადიდებლობის ზეიმი [იდღესასწაულება დიდმარხვის პირველ კვირას]. 20 თებერვალი (5 მარტი).
- დიდი მარხვის მეორე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 26 თებერვალი (11 მარტი).
- წმინდისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 1360) წმინდათა მამათა კიევის ქვაბში დავანებულთა [მოიხსენიება დიდმარხვის მე-2 კვირას]. 27 თებერვალი (12 მარტი).
- დიდი მარხვის მესამე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 5(18) მარტი.
- ჯვრის თაყვანისცემის კვირა [იდღესასწაულება დიდმარხვის მე-3 კვირას]. 6(19) მარტი.
- განზოგება (გაშუალედება) დიდი მარხვისა. (4-ე კვირის ოთხშაბათს). 9(22) მარტი.
- დიდი მარხვის მეოთხე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 12(25) მარტი.
- ღირსისა იოანე კიბისაღმწერელისა - კლემაქსისა [მოიხსენიება დიდმარხვის მე-4 კვირას]. 13(26) მარტი.
- ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისა (522) [მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირას]. 20 მარტი (2 აპრილი).
- მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება [იდღესასწაულება ბზობის წინა შაბათს] ხსნილია ხიზილალითა. 26 მარტი (8 აპრილი).
- იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობა - ბაიაობის კვირა. ხსნილია თევზითა და ღვინითა. 🐟🍷 27 მარტი (9 აპრილი).
- ვნების შვიდეული. დიდი ორშაბათი. 28 მარტი (10 აპრილი).
- ვნების შვიდეული. დიდი სამშაბათი. 29 მარტი (11 აპრილი).
- ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი. 30 მარტი (12 აპრილი).
- ვნების შვიდეული. დიდი ხუთშაბათი. საიდუმლო სერობის ხსენება. 31 მარტი (13 აპრილი).
- ვნების შვიდეული. დიდი პარასკევი. იესო ქრისტეს წმინდა ვნებათა ხსენება. 1(14) აპრილი.
- ვნების შვიდეული. დიდი შაბათი. 2(15) აპრილი.
- ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი. 3(16) აპრილი.
- ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი. 4(17) აპრილი.
- ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი. ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული. ხსენება 6000 დავით გარეჯელ მოწამეთა (1616). [მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს]. 5(18) აპრილი.
- ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი. 6(19) აპრილი.
- ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი. 7(20) აპრილი.
- ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი. "წყარო ცხოვრებისად" წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული [მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს]. 8(21) აპრილი.
- ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი. 9(22) აპრილი.
- აღდგომიდან მე-2, თომას კვირა. კვირაცხოვლობა. 10(23) აპრილი.
- მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება თომას კვირის შემდეგ სამშაბათს]. 12(25) აპრილი.
- აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა. ხსენება მენელსაცხებლე დედათა: მარიამ მაგდალენელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა. მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა. კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213). [მოიხსენიება აღდგომიდან მე-3 - მენელსაცხებლე დედათა კვირას]. 17(30) აპრილი.
- აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა. ხსენება მართლისა ტაბითასი (I) [მოიხსენიება განრღვეულის კვირას]. 24 აპრილი (7 მაისი).
- განზოგება (გაშუალედება) მეერგასისა. (4-ე შვიდეულის ოთხშაბათს). 27 აპრილი (10 მაისი).
- აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა. 1(14) მაისი.
- აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირა. 8(21) მაისი.
- წარგზავნა აღდგომის დღესასწაულისა. (აღინიშნება აღდგომიდან 6 შვიდეულის ოთხშაბათს). 11(24) მაისი.
- ამაღლება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ხსენება ფერეიდანში (ირანი) ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამებულთა ქართველთა (XVII-XVIII) [მოიხსენიება ამაღლების დღეს]. 12(25) მაისი.
- აღდგომიდან მე-7, პირველი მსოფლიო კრების 318-თა წმიდათა მამათა კვირა (325). 15(28) მაისი.
- ხსენება ღირსისა დოდო გარეჯელისა (506) [მოიხსენიება ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს]. 18(31) მაისი.
- ხსენება ღირსისა დავით გარეჯელისა. მამადავითობა თბილისში. [მოიხსენიება ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს]. 19 მაისი (1 ივნისი).
- ამაღლების წარგზავნა. 20 მაისი (2 ივნისი).
- მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება სულთმოფენობის წინა შაბათს]. 21 მაისი (3 ივნისი).
- სულიწმინდის გარდამოსვლა. სულთმოფენობა. ხსენება წმინდა მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XV) [მოიხსენიება სულთმოფენობას]. 22 მაისი (4 ივნისი).
- სულიწმიდის დღე. სამებობა. 23 მაისი (5 ივნისი).
- მცხეთის ჯვრის დღესასწაული [აღინიშნება სულთმოფენობის შემდეგ ოთხშაბათს]. 24 მაისი (6 ივნისი).
- სულთმოფენობის დღესასწაულის წარგზავნა. 28 მაისი (10 ივნისი).
- სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირა. პეტრე-პავლობის მარხვის აღება. 29 მაისი (11 ივნისი).
- პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი. 30 მაისი (12 ივნისი).
- კრება ყოველთა წმიდათა ქართველთა * .ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე განბრწყინებულთა. ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა [მოიხსენიება სულთმოფენობიდან მე-2 კვირას]. 5(18) ივნისი.
* დადგენილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2012 წლის 4 ივლისს.; - ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმინდათა მამათა. 17 (30) ივლისი ან 16 ივლისი [ბერძნული ჟამნით გარდამავალია, და აღინიშნება 13 ივლისის შემდგომ კვირა. ბერძნული ჟამნითვე აღინიშნება არა ექვსი, არამედ შვიდივე მსოფლიო კრებათა ხსენება. სლავურში ეს დღე აღინიშნება 16 ივლისს, როგორც ექვსი მსოფლიო კრების ხსენება. ჩვენთან უპირატესის შეხედულებისამებრ აღესრულება მსახურება.].
- დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება 26 ოქტომბრის (ახ. სტ. 8 ნოემბრის) წინა შაბათს]. 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი).
- წმინდათა მართალთა მამათა - მამამთავართა კვირა. [აღინიშნება წმინდა მამათა კვირის წინა კვირას]. 11 (24) დეკემბერი.
- წმინდა მამათა კვირა. [აღინიშნება შობის წინა კვირას]. 18(31) დეკემბერი.
- მართლისა იოსებ დამწინდველისა; დავით მეფისა, წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთა მთქმელისა; იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა. 26 დეკემბერი (8 იანვარი).
შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემული თვე და რიცხვი ახალი სტილის აღმნიშვნელი თარიღებია
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად