ათონზე მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან მოდის. ოფიციალურად პირველი მონასტერი (დიდი ლავრა) ათანასე ათონელმა დაარსა 963 წელს, ამიტომაც ამ ლავრას "ათანასეს ლავრა"-საც უწოდებენ. ათანასე ათონელი გახლდათ საქართველოს კანდელის - იოანე მთაწმინდელის მოძღვარი და მეგობარი. სწორედ იოანე და
თორნიკე მთაწმინდელებმა დაარსეს ივერონის მონასტერი (980-983 წწ.) და დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც დიდი ლავრის აღმშენებლობაში, ასევე ზოგადად წმინდა მთის - ათონის მონასტრების აღშენება დაარსებაში.
ბარდა სკლიაროსზე გამარჯვებით (979 წ.) თორნიკე ერისთავმა დიდძალი სიმდიდრე შეიტანა ათონის წმინდა მთაზე. სწორედ ამ სახსრებით აშენდა და გამშვენდა უამრავი საცხოვრებელი თუ მონასტერი, მათ შორის ივერონი, ვატოპედი და დიდი ლავრა.
სკიტე:
სკიტეები ათონის მთაზე პირველად XIX საუკუნეში გამოჩნდა. ისინი დაარსდა ათონის კონკრეტული მონასტრების კუთვნილ მიწებზე, მათთან დადებულ კონტრაქტების საფუძველზე. კონტრაქტები რატიპიცირებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს მიერ. დღესდღეობით ათონის წმინდა მთაზე 12 სკიტე არსებობს, ყველა ისინი, კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნიან ამა თუ იმ მონასტერს. სკიტე - იგივე მონასტერია, შეზღუდული უფლებებით. თუმცაღა სკიტესაც ყავს თავისი წინამძღვარი და მათი ცხოვრება უფრო ძნელია, ვინაიდან დამოკიდებულნი არიან თავიანთ შრომასა და მეურნეობაზე. სკიტეებში მონაზვნური ცხოვრება განსხვავებულია, ზოგიერთი სკიტე
იდიორითმული ცხოვრების წესით ცხოვრობს, ზოგი კი
ზოგადსაცხოვრებელი ცხოვრების წესით.