იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


კითხვა-პასუხი

115
  1. ეთერი ( თბილისიდან ) 2008-04-10 : მაინტერესებს ძალიან წმინდანის სახელი არის თუ არა ეთერი. და როდის არის ეთერობა. ჩემი ნათლობის სახელი არ ახსოვს არავის.
    პასუხი ეთერის: წმინდანი სახელით ეთერი არ არსებობს. არ უნდა აგვერიოს ეთერიოსში. ახალი სტილით 20 მარტს არის მღვდელმოწამე ეთერიოსის ხსენება. ეთერიოსი მამაკაცის სახელია.
  2. თამარი ( თბილისიდან ) 2008-04-02 : მადლობთ პასუხისთვის. ერთხელაც შეგაწუხებთ. რა გატეგორია ხალხს უტარდებათ კვეთებულის ლოცვები?
    პასუხი თამარს: კვეთებულებს. ანუ ეშმაკეულებს. ადამიანებს რომლებიც ეშმაკის მიერ არიან შეპყრობილნი, რაც ხშირ შემთხვევაში აისახება მათ ფსიქიკაზე (ფსიქიურად დავადებულნი, გიჟები ა. შ.). არსებობს სხვა ნიშნებიც, შესაძლოა ადამიანი ფსიქიკით, აზროვნებით იყოს ჯანსაღი, მაგრამ იყოს კვეთებული, გამოსცემდეს ცხოველურ ხმებს (ყეფდეს, ღრუტუნებდეს, ღმუოდეს ა. შ.). არის, რომ ადამიანი თითქოს ლაპარაკობს, ანუ წარმოსთქვამს სიტყვებს (წინადადებებს), მაგრამ სინამდვილეში იგი კი არ სჩადის ამას, არამედ მასში ჩასახული ეშმაკი, ამას კვეთებული თავადაც აცნობიერებს, რომ სიტყვებს თუ წინადადებებს ის არ წარმოთქვამს, არამედ მისი პირიდან წარმოითქმის მისდა უნებლიედ. და სხვა მრავალი მაგალითები არსებობს.
    და ბოლოს, ვინაიდან ეს თემა ძალზედ სერიოზულია, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ჩემს პასუხს, ვინაიდან ერისკაცი ვარ. აუცილებლად დაეკითხეთ გამოცდილ, სულიერ მოძღვარს და მხოლოდ მოძღვრისგან მიღებულ რჩევითა და ახსნაგანმარტებით იხელმძღვანელეთ. ჩემგან კი მხოლოდ მცირედი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.
    P.S. არანაირად არ მაწუხებთ. დიდება უფალს თუ კი ვინმეს მცირედით დავეხმარები. კარგი იქნებოდა, ვინმე მღვდელთაგანიც რომ სცემდეს პასუხს აქ დასმულ შეკითხვებს. პროგრამულად ამის უზრუნველყოფა შეიძლება.

  3. თამარი ( თბილისიდან ) 2008-04-01 : ერთი თვეა უცხო შავი კატა ჩემს დანახვაზე მორბის და ფეხებში მებლანდება, მოშორებას ვერ ვახერხებ, თან მომდევს. საშინელმა ფიქრებმა ამიტანა. ცრუმორწმუნეობას მეც ვებრძვი, მაგრამ .... გასულ თვეებში უსიამოვნება მომივიდა ქალთან რომელიც "ახლოს არის" მკითხავებთან, სავარაუდოდ მუსულმანებთანაც. გთხოვთ დამიჯეროთ -გაბოროტებული ქალია. კატის ადევნების გარდა სხვა უსიამოვნებებიც დამეწყო. მირჩიეთ რა ვქნა. წინასწარ გიხდით მადლობას.
    პასუხი თამარს: თავად წერთ ცრუმორწმუნეობას მეც ვებრძვიო. შეძლებისდაგვარად იცხოვრეთ ისე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტანს შეშვენის. იარეთ ტაძარში, მღვდელს ჩააბარეთ ახსარება და მისივე კურთხევით მიიღეთ წმინდა ზიარება. უსიამოვნებებს შავ კატას და გაბოროტებულ ქალებს ნუ დავაბრალებთ. ყოველივე ღმრთის ნებით ან დაშვებით ხდება. ამიტომ მას უნდა ვევედროთ უსიამოვნებების თავიდან აცილება.
  4. უცნობი ( გორიდან ) 2008-03-31 : ვარ 19 წლის და მინდა მონასტერში წასვლა და იქ ცხოვრება.ოჯახი არ მაძლევს ამის საშვალებას,ძალიან ვიტანჯები.გთხოვთ სასულიერო პირმა მიპასუხოს.
    პასუხი უცნობს: აქ პასუხებს სცემს ერისკაცი, საიტის ადმინისტრატორი. სასულიერო პირისგან თუ ითხოვთ პასუხს, უმჯობესია უშუალო კონტაქტი, და არა ვირტუალური. თქვენ რომც არ დაგეწერათ, მე მაინც გირჩევდით მღვდელთან გასაუბრებას. უფალი შეგეწიოთ!
  5. თამარი ( კორდობადან ) 2008-03-29 : ძალიან მაინტერესებს სევილიაში ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია სადაც მოღვაწეობს ესპანელი მოძღვარი შეიძლება ქართველმა იაროს ამ ეკლესიაში და რა იცით ამ ეკლესიის შესახებ
    პასუხი თამარს: არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით.
  6. თამარი ( კორდობადან ) 2008-03-20 : მაინტერესებს თუ შეიძლება მამა გაბრიელის საფლავზე აღებული ზეთი რომ გავამრავლო ცოტა დამრჩა?
    პასუხი თამარს: არ ვიცი. სამთავროს მონასტრის დედებს უნდა ჰკითხოთ.
  7. გიორგი ( თბილისიდან ) 2008-03-15 : მოგესალმებით სუყველას შეგეწიოთ უფალი. ძალიან მაინტერესებს პასუხებს ვინ ცემს აქ დასმულ შეკითხვებს სასულიერო პირი თუ ერის კაცი
    პასუხი გიორგის: ერისკაცი. ეს პასუხებიდანაც ჩანს, ხშირ შემთხვევაში მიცემულია რჩევა ჰკითხონ სასულიერო პირს.
  8. ana ( tbilisidanდან ) 2008-03-13 : tvalze da shishze shelocva martlmadidebluria? magalitad tvalze rom ulocaven "alisasa,balisasa shegilocav tvalisasa.....
    პასუხი anaს: არცერთი შელოცვა არ არის მართლმადიდებლური. მართლმადიდებლური არის ლოცვები. რომელსაც კითხულობს ან საულიერო პირი ან ერისკაცი (გააჩნია შემთხვევას).
  9. მარიკა ( თბილისიდან ) 2008-03-10 : მე მინდა სულაკაურის წიგნი
    პასუხი მარიკას: მე ვერ დაგეხმარებით
  10. ტამარი ( კორდობადან ) 2008-03-10 : თუ შეიძლება მითხარით რომელ საიტზე მოვძებნო და წავიკითხო ანდრია კრიტელის კანონები
    პასუხი ტამარის: http://google.ge ძებნის ველში ჩაწერეთ: "ანდრია კრიტელის კანონი".
[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-90] [91-100] [101-110] [111-114] 





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო