პროექტი "საეკლესიო კალენდარი"
- პროექტი "საეკლესიო კალენდარი"ს მიზანია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდრის
ელექტრონული ვერსია მიაწოდოს, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ
მართლმადიდებელ მრევლს და სასულიერო პირებს. იგი კეთდება ენთუზიაზმით, ყოველგვარი ფინანსური
თუ ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარეშე.
- "საეკლესიო კალენდარი"-ის ელექტრონული ვერსია შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა 2004 წელს
მესამე ხარისხის დომენური სახელით tveni.geoweb.ge.
იმავე 2004 წელს შეიქმნა "საეკლესიო
კალენდარი"-ის ფაილი ავტონომიური მოხმარებისთვის, რომელიც შემდგომ დაიხვეწა
- 2006 წელს პროექტმა შეიძინა ახალი, მეორე ხარისხის დომენური სახელი tveni.ge
და განთავსდა 10 მეგაბაიტიან სივრცეზე. ამ დროისათვის პროექტი დაიხვეწა, შეიცვალა ტექნოლოგიები:
PHP, JAVASCRIPT, CSS.
- 2007 წელს გაკეთდა სხვა საიტებზე საეკლესიო
კალენდრის განთავსების მხარდაჭერა.
სამომავლოდ
- მზადდება წმინდანთა სახელების ნუსხა განმარტებებით.
- იქმნება გვერდები წმინდანთა ცხოვრებისა და დღესასწაულების შესახებ.
|
|