2010
სათვეო კალენდარი | წმინდანთა სახელები | აღდგომის გამოთვლა | გამოთვალე სხვაობა საკონტაქტო
ფავორიტებში
საწყის გვერდად

პროექტის ავტორი
(5 შვილის მამა) ეძებს სამუშაოს.

მამამთავრები | ხატები | წერილები | სტუმართა წიგნი | კითხვა-პასუხი | ბმულები | ათონის მთა | ბანერები
უდიდესი დღესასწაულები | მიცვალებულთა დღეები | მარხვის დღეები | ხსნილის დღეები | გარდამავალი დღეები
download | პროექტის შესახებ | საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე | სამხატვრო სალონი


Geo შეცვლა: ~
კალენდარში
საიტზე

საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე

  1. რატომ გთავაზობთ კალენდრის განთავსებას
  2. როგორ განვათავსოთ კალენდარი
  3. როგორ საიტებს შეუძლიათ განათავსონ კალენდარი
  4. როგორ საიტებს არ შეუძლიათ განათავსონ კალენდარი
  5. კალენდრის განთავსების ან წაშლის შემთხვევაში

რატომ გთავაზობთ კალენდრის განთავსებას

  კალენდარი დამზადდა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთათვის, ეკლესიის მრევლისთვის. ამიტომ გადავწყვიტე საშუალება მიმეცა ყველა მართლმადიდებელისთვის, ვისაც გააჩნია საიტი, ჰქონებოდა თავის ვებ-გვერდზე საეკლესიო კალენდრის შემოკლებული ვერსია. სკრიპტის განთავსების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ვინც განათავსებს მას, არ მოუწევს მოძრავი დღესასწაულების გამო კალენდარში ცვლილებების შეტანა, რადგანაც საკმარისია შეიცვალოს საიტზე tveni.ge რომ იგი ავტომატურად შეიცვლება თქვენს ვებ-გვერდზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი წვალება და დროის ხარჯვა არ დაგჭირდებათ.

ზემოთ ↑

როგორ განვათავსოთ კალენდარი

  ამისათვის საკმარისია ჩასვათ HTML კოდი იმ ადგილას სადაც გსურთ რომ გამოჩნდეს კალენდარი
  გთავაზობთ ორ ვარიანტს:

  1. <script language="JavaScript" type="text/javascript" src="http://www.tveni.ge/dge/dge.php"></script>
    ამ შემთხვევაში თქვენს საიტზე გამოჩნდება მიმდინარე დღის ხსენება და 5 უახლოესი დღესასწაული იხილე მაგალითი
  2. <script language="JavaScript" type="text/javascript" src="http://www.tveni.ge/dge/dges.php"></script>
    ამ შემთხვევაში თქვენს საიტზე გამოჩნდება მიმდინარე დღესასწაული და 5 უახლოესი დღესასწაული იხილე მაგალითი
  3. <script language="JavaScript" type="text/javascript" src="http://www.tveni.ge/dge/cal.php"></script>
    ამ შემთხვევაში თქვენს საიტზე გამოჩნდება სრული სათვეო კალენდარი იხილე მაგალითი

  კარგი იქნება შემდეგნაირი განლაგება: მაგალითად პირველ გვერდზე განათავსებთ 1 ან 2 ვარიანტს, ხოლო სათვეო კალენდარს (3 ვარიანტი) განათავსებთ რომელიმე სხვა გვერდზე და ბმულით დააკავშირებთ მთავარ გვერდთან.

  სკრიპტი კორექტულად მუშაობს ნებისმიერი საიტისთვის (ისეთ ჰოსტინგზეც, რომელსაც არ გააჩნია php-ის მხარდაჭერა). ყურადღება: გვერდს, რომელზედაც განათავსებთ კალენდარს, კოდირება აუცილებლად უნდა ჰქონდეს utf-8. თუ არ იცით როგორ შეცვალოთ კოდირება, ნახეთ თქვენი ვებ-გვერდის HTML კოდში შემდეგი მეტატეგი <meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=iso-8859-1"> შესაძლოა იყოს <meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=windows-1251"> ან კიდევ სხვა. ერთი სიტყვით charset=iso-8859-1 შეცვალეთ charset=utf-8 და პრობლემა მოგვარებულია.
სიახლე: იმ გვერდზე, რომელზეც კალენდარი გაქვთ განთავსებული, ტეგებს შორის <head></head> შეიტანეთ სტილის პარამეტრები:
<style type="text/css">
a:link.tvenis  { color: blue; }
a:visited.tvenis  { color: blue; }
a:active.tvenis  { color: green; }
a:hover.tvenis  { color: red; }
</style>
ან CSS ფაილში - თუკი იყენებთ ჩაამატეთ:
a:link.tvenis  { color: blue; }
a:visited.tvenis  { color: blue; }
a:active.tvenis  { color: green; }
a:hover.tvenis  { color: red; }

ანუ თავად შეძლებთ მართოთ კალენდრის ლინქების ფერები, ზოგიერთი დღის გამოკლებით.
იმედია class "tvenis" არ იყენებთ.
გთხოვთ a:link.tvenis და  a:visited.tvenis ერთიდაიგივე ფერში დატოვოთ რათა ვიზიტორი არ დაიბნეს.

ზემოთ ↑

როგორ საიტებს შეუძლიათ განათავსონ კალენდარი

  1. ყველა საიტს, რომელიც განეკუთვნება მართლმადიდებელი ეკლესიის საიტების ჯგუფს.
  2. ყველა საერო თემატიკის მქონე საიტს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის მართლმადიდებლობასთან ან მის სწავლებასთან. იქნება ეს პირადი თუ საზოგადო ვებ-გვერდი
ზემოთ ↑

როგორ საიტებს არ შეუძლიათ განათავსონ კალენდარი

ვინაიდან საეკლესიო კალენდარის ელექტრონული ვერსია შექმნილია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდრის საფუძველზე და იგი განკუთვნილია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევილისათვის და სასულიერო პირთათვის, უფლებას ვიტოვებთ აუკრძალოთ კალენდრის განთავსება შემდეგი ტიპის საიტებს:
  1. არამართლმადიდებელი კონფესიათა, რელიგიური მიმდინარეობათა, განხეთქილებაში მყოფი ეკლესიების, სექტანტური დაჯგუფებათა თუ სხვა მსგავს საიტებს.
  2. რომლებიც თავიანთი შინაარსით შეიწყნარებენ არამართლმადიდებელი კონფესიებისა და რელიგიური მიმდინარეობების სწავლებებს, ავრცელებენ ან ხელსუწყობენ მსგავსი სწავლებათა გავრცელებას.
  3. რომლებიც, თავიანთი შინაარსით ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ნებისმიერი სახით.
  4. შეიცავენ ეროტიულ ან ისეთ მასალას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელი მორწმუნე ადამიანის ეთიკასთან და შეურაცხყოფს მის ზნეობრივ მოთხოვნებს.
ზემოთ ↑

კალენდრის განთავსების ან წაშლის შემთხვევაში

  გთხოვთ გამოგვიგზავნოთ URL სადაც განათავსებთ საეკლესიო კალენდარს. ჩვენ კი მას განვათავსებთ ამ გვერდზე.

ზემოთ ↑

თუ გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, გადმორიცხვა შეგიძლიათ eMoney-ზე: 360077812

სივრცე.com სამხატვრო სალონი სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო Orthodox Christianity.ru. სულ სავსე კატალოგი ინტერნეტში
ხატები, ფრესკები, მინიატურები, ფერწერული მინანქარი


ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული
© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.