იულიანური კალენდრით
2017 წლის 14 მაისი
სათვეო კალენდარი | წმინდანთა სახელები | აღდგომის გამოთვლა | გამოთვალე სხვაობა საკონტაქტო
ფავორიტებში

მამამთავრები | ხატები | წერილები | სტუმართა წიგნი | კითხვა-პასუხი | ბმულები | ათონის მთა | ბანერები
უდიდესი დღესასწაულები | მიცვალებულთა დღეები | მარხვის დღეები | ხსნილის დღეები | გარდამავალი დღეები
download | პროექტის შესახებ | საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე | სიახლეების გამოწერის გაუქმება


Geo შეცვლა: ~
კალენდარში
საიტზე

ქორონიკონი იგივე დიდი ინდიკტიონი

  ქორონიკონი (ბერძ.) ნიშნავს წელთაღრიცხვას და შეადგენს 532 წლიან ციკლს, იგი პირველად გამოთვალა მღვდელმონაზონმა დიონისემ 516 წელს. მისი ყოველი ციკლი (მოქცევა) შეიცავს 532 წელს, რომელიც 28 მზის მოქცევის და 19 მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული (28x19=532). ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის დღეთა თანამიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონული სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის (აღდგომის) და მოძრავი დღესასწაულების (აღდგომასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები) წინასწარი გამოთვლაა და ამდენად მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონის განმეორებისას, პასექისა (აღდგომა) და პასექის მიმართებაში მყოფი დღესასწაულების თვეები, რიცხვები და დღეები მეორდება. ანუ, თუ 2004 წელს აღდგომა იყო ძველი სტილით 29 მარტს, იგივე 29 მარტს ყოფილა 1472 წელს (2004-532=1472), 940 წელს (2004-532-532=940) და 408 წელს (2004-532-532-532=408).

  ქორონიკონი საქართველოში პირველად მე-VIII საუკუნეში 781 წელს გამოიყენეს და შეათანხმეს პონტოს ერასთან (ქ. შ. 284 წელი). რაც შეეხება ბერძნულ ქორონიკონს, მას საფუძვლად უდევს ქვეყნის, სამყაროს დასაბამი და მისი ათვლა იწყება სამყაროს დასაბამიდან. სწორედ ამიტომ არის სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის და ეს სხვაობა შეადგენს 10 სრულ მოქცევას და 96 წელიწადს.

  თუ გვსურს ქართული ქორონიკონით გამოვთვალოთ თუ მერამდენე ქორონიკონის (მოქცევის) წელიწადში ვდგევართ, ამისათვის არსებულ წელიწადს, მაგ 2005-ს უნდა დავუმატოთ 284 და გავყოთ 532-ზე. მივიღებთ 4-ს და ნაშთი დაგვრჩება 161. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებულა 4 სრული ქორონიკონი, ანუ მოქცევა და მე-5 მოქცევის 161-ე წელი დამდგარა, ანუ მე-5 ქორონიკონის (მოქცევის) 161-ე წელი ყოფილა. ბერძნული ქორონიკონის გამოთვლისას კი ქვეყნის დასაბამიდან გასული დრო 7513 უნდა გავყოთ 532-ზე, მივიღებთ 14-ს და ნაშთი დაგვრჩება 65, რაც ნიშნავს იმას, რომ ბერძნული ქორონიკონით მე-15 მოქცევის 65-ე წელი ყოფილა. როგორც ხედავთ სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის 96 წელი (161-65=96) და 10 სრული მოქცევაა. ეს სხვაობა განაპირობა ათვლის თარიღების სხვადასხვაობამ.

  ზოგიერთი წყაროს მიხედვით საქართველოში ქორონიკონის შემოღებისას - 781 წელს, შესრულებულა მე-XII მოქცევა და დაწყებულა მე-XIII. რაც ნიშნავს იმას, რომ გასულა 6384 წელი, რაც არ შეესაბამება სამყაროს შექმნის თარიღს. თუ მოცემულ მოსაზრებას დავეყრდნობით, ასეთ შემთხვევაში ამჟამად ყოფილა მე-XV მოქცევის 161-ე წელი, ანუ სამყაროს შექმნიდან 7608 წელი, რაც ჩემი აზრით არასწორია. საქართველოში ქორონიკონით ათვლა შემოიღეს 781 წელს, მაგრამ ეს იყო რიგით მე-II მოქცევა და არა მე-XII, რადგან ქართულ ქორონიკონს საფუძვლად დაედო პონტოს ერა, ანუ ქ. შ. 284 წელი და სწორედ II მოქცევა იყო შესრულებული 781 წელს, ანუ 532+532=1064, 781+284=1064.

28 წლიანი - მზის მოქცევის ციკლი ზემოთ ↑

  28 წლიანი - მზის მოქცევის ციკლი, ანუ ყოველი 28 წლის შემდეგ ყოველი თვის შვიდეულის (კვირის 7 დღე) დღეები მეორდება. ე. ი. თუ ძველი სტილით 1 იანვარი 2004 წელს იყო ოთხშაბათი, 1976 წელსაც 1 იანვარი ყოფილა ოთხშაბათი (2004-28=1976).

19 წლიანი - მთვარის მოქცევის ციკლი ზემოთ ↑

  19 წლიანი, ანუ მთვარის მოქცევის ციკლი. ყოველი 19 წლის შემდეგ მთვარის განახლების დღეები მეორდება, ანუ თუ 2004 წლის ძველი სტილით 20 იანვარს მთვარე იყო 2 დღის, იგივე 2 დღის ყოფილა 1985 წლის 20 იანვარს (2004-19=1985).

მცირე ინდიქტიონი

  (ბერძ. indiktiõn, ლათ. indictio - გამოცხადება; განცხადება) ქრისტიანულ ქვეყნებში (შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ახალი დროის ისტორიის ქრონოლოგიაში) წელთაღრიცხვის 15-წლიან ციკლში წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. ინდიქტიონით წელთაღრიცხვა რომის პერიოდის ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. ბიზანტიაში იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა შემოიღო (312/313 - პირველი რომაული ინდიქტიონი). ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა, ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად. ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი:

  • ბიზანტიაში - 23 სექტემბერი, ხოლო მე-V საუკუნის შუა წლებიდან - 1 სექტემბერი.
  • რომში 1087 წლამდე - 1 სექტემბერი, შემდეგ კი - 1 იანვარი (ან 25 დეკემბერი)
  • ინგლისსა და გერმანიაში მე-XIV საუკუნის ბოლომდე - 24 სექტემბერი.
  • რუსეთში მე-XVIII საუკუნემდე - 1 სექტემბერი.
მე-XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში.







თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი.

SMS-ით თანხის გადმორიცხვა: დააჭირეთ მწვანე ღლაკს აირჩიეთ ქვეყანა, თქვენი ოპერატორი, შემდეგ კი შესაწირი თანხა





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული
© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.