2010 წლის გარდამავალი დღესასწაულები და დღეები
- მეზვერისა და ფარისევლის კვირა. 11 (24) იანვარი
- უძღები შვილის კვირა 18 (31) იანვარი
- ხორციელის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 24 იანვარი (6 თებერვალი)
- ხორციელის კვირა. საშინელი სამსჯავროს ხსენება. ხორცით დაურწყება. 25 იანვარი (7 თებერვალი)
- ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა - შიოობა [მოიხსენიება ყველიერის ხუთშაბათს] 29 იანვარი (11 თებერვალი)
- ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინებულთა [მოიხსენიება ყველიერის შაბათს] 31 იანვარი (13 თებერვალი)
- ყველიერის კვირა. მიტევების კვირა. ადამის განდევნის ხსენება. დიდი მარხვის აღება 1 (14) თებერვალი
- დიდი მარხვის დასაწყისი. 2 (15) თებერვალი
- დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დხ. 306) [მოიხსენიება დიდმარხვის პირველ შაბათს] 7 (20) თებერვალი
- მართლმადიდებლობის ზეიმი [იდღესასწაულება დიდმარხვის პირველ კვირას] 8 (21) თებერვალი
- დიდი მარხვის მეორე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 14 (27) თებერვალი
- წმინდისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 1360) წმინდათა მამათა კიევის ქვაბში დავანებულთა [მოიხსენიება დიდმარხვის მე-2 კვირას] 15 (28) თებერვალი
- დიდი მარხვის მესამე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 21 თებერვალი (6 მარტი)
- ჯვრის თაყვანისცემის კვირა [იდღესასწაულება დიდმარხვის მე-3 კვირას] 22 თებერვალი (7 მარტი)
- განზოგება (გაშუალედება) დიდი მარხვისა 25 თებერვალი (10 მარტი) (4-ე კვირის ოთხშაბათს)
- დიდი მარხვის მეოთხე შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 28 თებერვალი (13 მარტი)
- ღირსისა იოანე კიბისაღმწერელისა - კლემაქსისა [მოიხსენიება დიდმარხვის მე-4 კვირას] 1 (14) მარტი
- ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისა (522) [მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირას] 8 (21) მარტი
- მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება [იდღესასწაულება ბზობის წინა შაბათს] ხსნილია ხიზილალითა 14 (27) მარტი
- იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობა - ბაიაობის კვირა. ხსნილია თევზითა და ღვინითა 15 (28) მარტი
- ვნების შვიდეული. დიდი ორშაბათი 16 (29) მარტი
- ვნების შვიდეული. დიდი სამშაბათი 17 (30) მარტი
- ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი 18 (31) მარტი
- ვნების შვიდეული. დიდი ხუთშაბათი. საიდუმლო სერობის ხსენება 19 მარტი (1 აპრილი)
- ვნების შვიდეული. დიდი პარასკევი. იესო ქრისტეს წმინდა ვნებათა ხსენება 20 მარტი (2 აპრილი)
- ვნების შვიდეული. დიდი შაბათი 21 მარტი (3 აპრილი)
- ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი 22 მარტი (4 აპრილი)
- ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი 23 მარტი (5 აპრილი)
- ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი 24 მარტი (6 აპრილი)
- ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული. 6000 დავით გარეჯელ მოწამეთა (1616). [მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს] 24 მარტი (6 აპრილი)
- ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი 25 მარტი (7 აპრილი)
- ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი 26 მარტი (8 აპრილი)
- ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი 27 მარტი (9 აპრილი)
- "წყარო ცხოვრებისად" წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული [მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს] 27 მარტი (9 აპრილი)
- ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი 28 მარტი (10 აპრილი)
- აღდგომიდან მე-2, თომას კვირა. კვირაცხოვლობა 29 მარტი (11 აპრილი)
- მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება თომას კვირას შემდეგ სამშაბათს] 31 მარტი (13 აპრილი)
- აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა. 5 (18) აპრილი
- მენელსაცხებლე დედათა: მარიამ მაგდალენელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა. მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა. კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213). [მოიხსენიება აღდგომიდან მე-3 - მენელსაცხებლე დედათა კვირას] 5 (18) აპრილი
- აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა 12 (25) აპრილი
- მართლისა ტაბითასი (I) [მოიხსენიება განრღვეულის კვირას] 12 (25) აპრილი
- განზოგება (გაშუალედება) მეერგასისა 15 (28) აპრილი (4-ე კვირის ოთხშაბათს)
- აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა 19 აპრილი (2 მაისი)
- აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირა 26 აპრილი (9 მაისი)
- წარგზავნა აღდგომის დღესასწაულისა 29 აპრილი (12 მაისი) (აღინიშნება 7 შვიდეულის ოთხშაბათს)
- ამაღლება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი 30 აპრილი (13 მაისი)
- ფერეიდანში (ირანი) ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამებულთა ქართველთა (XVII-XVIII) [მოიხსენიება ამაღლების დღეს] 30 აპრილი (13 მაისი)
- აღდგომიდან მე-7, პირველი მსოფლიო კრების 318-თა წმიდათა მამათა კვირა (325) 3 (16) მაისი
- ღირსისა დოდო გარეჯელისა (506) [მოიხსენიაბა ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს] 6 (19) მაისი
- ღირსისა დავით გარეჯელისა. მამადავითობა თბილისში [მოიხსენიაბა ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს] 7 (20) მაისი
- ამაღლების წარგზავნა 8 (21) მაისი
- მიცვალებულთა ხსენება. [აღინიშნება სულთმოფენობის წინა შაბათს] 9 (22) მაისი
- სულიწმინდის გარდამოსვლა. სულთმოფენობა. 10 (23) მაისი
- წმინდა მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XV) [მოიხსენიება სულთმოფენობას] 10 (23) მაისი
- სულიწმიდის დღე. სამებობა. 11 (24) მაისი
- მცხეთის ჯვრის დღესასწაული [აღინიშნება სულთმოფენობის შემდეგ ოთხშაბათს] 13 (26) მაისი
- სულთმოფენობის დღესასწაულის წარგზავნა 16 (29) მაისი
- სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირა. პეტრე-პავლობის მარხვის აღება 17 (30) მაისი
- პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი 18 (31) მაისი
- ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე განბრწყინებულთა. ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა [მოიხსენიება სულთმოფენობიდან მე-2 კვირას] 24 მაისი (6 ივნისი)
- ხსენება VI მსოფლიო კრების წმინდათა მამათა 19 ივლისი (1 აგვისტო)
- დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება [აღინიშნება 26 ოქტომბრის (ახ. სტ. 8 ნოემბრის) წინა შაბათს] 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
- წმინდათა მართალთა მამათა - მამამთავართა კვირა. [აღინიშნება წმინდა მამათა კვირის წინა კვირას] 13 (26) დეკემბერი
- წმინდა მამათა კვირა. [აღინიშნება შობის წინა კვირას.] 20 დეკემბერი (2 იანვარი)
- მართლისა იოსებ დამწინდველისა; დავით მეფისა, წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთა მთქმელისა; იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა. [გარდამავალია] 27 დეკემბერი (9 იანვარი)
|
|